"სამცხე-ჯავახეთის ტრადიციული მეღვინეობის ასოციაცია" 2014 წელს დაარსდა .
მისი დამფუძნებელია გიორგი ნათენაძე.
ნათენაძეების ოჯახი მრავალი წელია დაინტერესებულია მესხური ღვინის და მესხური პროდუქციის პოპულარიზაციით. მათ, მათსავე მცირე მარანში ჩამოასხეს პირველი მესხური ღვინო მცირე რაოდენობით. თუმცა, ეს საკმარისი აღმოჩნდა მრავალი ადამიანისთვის დაეგემოვნებინათ მესხური ღვინო და ჩაწვდომოდნენ მის ლეგენდარულ ისტორიას.
ძველ მესხეთში მევენახეობის და მეღვინეობის მაღალ დონეზე განვითარების შესახებ მეტყველებს გათხრების დროს აღმოჩენილი უამრავი ღვინის ქვევრები და მარნები. ასევე ვაზის უიშვიათესი ჯიშის ცალკეული ნარგავები, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლო და ჩვენამდე მოაღწია. მაგალითად „ცხენის ძუძუ თეთრის“ უძველესი ვაზის ხე, - ვარძიასთან მდებარე ისტორიულ სოფელ ჭაჭკარში, რომლის ყურძენიც ერთ-ერთი წამყვანია ამ ღვინოში, „მესხური შავსაა“ და სხვა მესხურ ჯიშებთან ერთად 4-დან 5 საუკუნემდე მოითვლის. რაც შეეხება ჭაჭკარს, ეს არის უნიკალური სოფელი-ნასოფლარი კლდეში ნაკვეთი საწნახელებით, უიშვიათესი ვაზის ჯიშებით, ის მართლაც ღვინის და ვაზის კარია, ჭაჭის კარი. სწორედ ეს სოფელი ამარაგებდა ვარძიისა და ვანის ქვაბების მონასტრებს სხვა პროდუქტებთან ერთად, უმთავრესით, ადგილობრივი ჯიშის უნიკალური ღვინოებით.
როგორც მეცნიერების ერთი ნაწილი მიიჩნევს, სახელგანთქმული ვაზის ჯიშები „საფერავი“, "ოცხანური საფერე" და "ხიხვი" , ტაო-კლარჯეთში, ისტორიული მესხეთის ერთ-ერთ ნაწილში წარმოიშვა, თუმცა დღეს მის სამშობლოდ კახეთი მიიჩნევა. გიორგი ნათენაძის მიერ მის საკოლექციო ნაკვეთზე ჩატარებული ცდებით დასტურდება რომ ეს ჯიშები მესხეთის ყინვას კარგად უძლებენ, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ქართული მევენახეობის და მეღვინეობის აკვანი სწორედ მესხეთია.
იმის გათვალისწინებით, რომ მესხური ჯიშის ვაზები სულ უფრო ძნელი მოსაძიებელი და ძალზე მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი მესხეთში, ღვინის მარაგიც ძალზე შეზღუდულია. წელიწადში 900 ბოთლამდე მესხური ღვინო იწარმოება. 2009 წელს სულ ჩამოისხა 920 ბოთლი, 2010 წელს 600 ბოთლი, 2012 წელს 960 ბოთლი, ხოლო 2013 წლს 212 ბოთლი „მესხური მწვანე“
მესხური ღვინო - ნათენაძის მარანიდან
წითელი მშრალი ღვინო „მესხური“ დაყენებულია ახალციხეში, ნათენაძეების ოჯახში „მესხური შავის“, „ცხენის ძუძუ თეთრის“, „ხარისთვალა წითელის“ და სხვა უნიკალური უძველესი ჯიშებისაგან. ღვინო ქართული ტრადიციული მეთოდითაა დაყენებული, ხასიათდება ღია ლალისფერი შეფერილობით, სიმსუბუქით და გამორჩეულად სასიამოვნო გემოთი.
„მესხური მწვანე“ ნათენაძის მიერ სამცხე-ჯავახეთში აღმოჩენილი უიშვიათესი ვაზისგანაა მოწეული და დაყენებული. მესხური მწვანე როგორც სხვა მესხური ღვინოები პირველად ჩამოისხა და გამოვიდა ბაზარზე. მესხური მწვანის ვაზის ხე გვხვდება ჭაჭკარის, ასპინძის და ახალციხის მიდამოებში, მის შესწავლას და იდენტიფიცირებას გ. ნათენაძემ 3 წელი მოანდომა.
ღვინო უკვე გაიგზავნა იაპონიაში და გერმანიაში. იაპონიაში ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და მალევე გაიყიდა. ველოდებით გერმანიის შეფასებებს, მესხური ღვინო გერმანიის ბაზარზე 2015 წლის 16 იანვრიდან გამოჩნდება. იაპონელებისთვის ეს ნამდვილი აღმოჩენა იყო.
ამ ღვინის დაგემოვნებით თქვენ ერთ-ერთ პირველს გეძლევათ საშუალება, წარმოიდგინოთ როგორი ღვინით დალოცა მეფე თამარმა ქართველთა ჯარი ბასიანის ბრძოლის წინ. დააგემოვნეთ და შეიგრძენით მესხური ლეგენდა.
გ. ნათენაძე 2008 წლიდან დაინტერესებულია მესხური ვაზის ჯიშების აღდგენით და გამრავლებით. დღეს მის პირად საკოლექციო ნაკვეთში 24 დასახელების მესხური ჯიშია თავმოყრილი და ეს რიცხვი მომავალში კვლავ გაიზრდება. ის მუდმივად ცდილობს მოიძიოს მესხური ჯიშები, რომლებსაც გამოსაკვლევად და შემდგომში გასამრავლებლად საგურამოში არსებულ” აგრო – ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრში” აგზავნის.
ვმუშაობთ მესხური ჯიშების დაცვა/გადარჩენა/პოპულარიზაციისათვის. ჩვენი მიზანია მესხური ჯიშების სრულად მოძიება და შემგომში მოსახლეობაში უსასყიდლოდ გავრცელება.
2013 წელს, საქართველოს პრეზიდენტი პირადად ეწვია ნათენაძეების ოჯახს და გიორგი ნათენაძეს ღირსების ორდენი გადასცა - მესხური ჯიშების და მესხური ღვინის მოძიება პოპულარიზაციითვის.
მცირე ისტორიული ნარკვევები მესხურ ჯიშებზე
მესხეთი უხსოვარი დროიდან ითვლებოდა საქართველოს მეღვინეობის ტრადიციულ მხარედ. ძველ მესხეთში მევენახეობის და მეღვინეობის მაღალ დონეზე განვითარების შესახებ მეტყველებს არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი მრავალი ღვინის ქვევრი და მარნები, წერილობითი წყაროები, ვაზის უიშვიათესი ჯიშების ცალკეული ხანდაზმული ეგზემპლიარები და რეგიონის ტერიტორიაზე მრავლად შემორჩენილი ტერასების ნაშთები, რომლებსაც ჩვენი წინაპრები უპირატესად ვაზისა და ხეხილის ბაღების გასაშენებლად აგებნენ. მაგალითისათვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ისტორიული წყაროები, როდესაც მაგალითად „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარის” მიხედვით მარტო ახლანდელი ასპინძის რაიონის ტერიტორიაზე დაახლოებით 10-12 ათასი ტონა ყურძენი იკრიფებოდა (შედარებისთვის: ამჟამად კახეთის რეგიონში 100-150 ათასი ტონა ყურძენი იკრიფება);
მიზეზები, თუ რამ გამოიწვია მევენახეობის პოზიციის შესუსტება ან მისი სრული განადგურება რეგიონში საკმაოდ ბევრია, რომელთაგანაც ზოგი უკავშირდება ოსმალთა ბატონობას ამ რეგიონში როდესაც მასიურად და მიზანმიმართულად ნადგურდებოდა ვაზის კულტურა (მაგალითად, „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარის“ მიხედვით ირკვევა რომ 1595 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით 1100 სოფლიდან 300 სოფელი საერთოდ გაქრა და დანარჩენ სოფლებში კი კომლების რაოდენობა განახევრდა), ზოგი დემოგრაფიული ვითარების მკვეთრ შეცვლას იმავე ოსმალეთის თუ საბჭოთა პერიოდებში; ზოგი კი ალბათ იმ არასწორი პოლიტიკის შედეგია, როდესაც უკანასკნელ საუკუნეში ნაკლები ყურადღება ექცეოდა მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას მესხეთში.
მესხეთში ისტრიულად გავრცელებული იყო თეთრყურძნიანი, შავყურძნიანი, ვარდისფერყურძნიანი და ე.წ. „ბეჟანა“ საღვინე და სასუფრე ვაზის ჯიშები. მაგრამ, დღეისათვის მათგან მხოლოდ ქვემოთ მოყვანილ ცხრილში არსებული ვაზის ჯიშების სახელწოდებებია შემორჩენილი ლიტერატურული წყაროებისა თუ ზეპირგადმოცემების მიხედვით და მათი მცირე რაოდენობაღა თუ მოიძებნება კიდევ მესხეთში.
ამჟამად მესხეთში გავრცელებულია უმეტესწილად წითელი ყურძენი, რომელსაც მოსახლეობა „ადგილობრივ შავს“ ან უბრალოდ „საფერავს“ უწოდებენ. აქ გავრცელებული ჯიშებიდან უმეტესობა კი დაბალი ხარისხის პირდაპირმწარმოებელი ჰიბრიდია - უმეტესწილად ჯიში იზაბელა (ე.წ. „ადესა“).
მესხური წარმოშობის ჯიშების გარკვეული რაოდენობა დღეისათვის საქართველოში არსებულ სხვადასხვა კოლექციებშია გაბნეული, რომელთა შორისაც აღსანიშნავია “ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის“ კოლექცია საგურამოში; მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის ინსტიტუტის კოლექცია სკრაში და „ქინძმარაულის მარნის“ კოლექცია ყვარელში. უშუალოდ მესხეთში არსებობს გ. ნათენაძის მიერ 0.5 ჰა-ზე გაშენებული კოლექცია ახალციხეში, სადაც მის მიერ ადგილზე მოძიებულ მესხურ ჯიშებთან ერთად თავმოყრილია სხვა ქართული და უცხოური სასუფრე ვაზის ჯიშები (მათი დაცვის, შესწავლისა და უკეთესების შერჩევის მიზნით მომავალში გამრავალების პერსპექტივით. 2015 წელს ნარგაობას დაემატება ახლადმოძიებული 30 ჯიში, რომლებიც ამჯერად სანერგეშია გამრავლებული.
2015 წლის გაზაფხულზე ნათენაძე გეგმავს ასპინძის რაიონში, სოფელ ხიზაბავრსათან არსებული ისტორიული ტერასების აღდგენას და მასზე უიშვიათესი მესხური ჯიშების გაშენებას.